საქართველოდან გააძევეს ისრაელის მოქალაქე, რომელმაც გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან გაისროლა - Palitra News

საქართველოდან გააძევეს ისრაელის მოქალაქე, რომელმაც გვირაბში აკუსტიკური იარაღიდან გაისროლა

2026-01-03 13:12:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტურისტად მყოფი ისრაელის მოქალაქე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 29 დეკემბერს, გმირთა მოედანთან გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

უწყების ცნობით, მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.