კუბა აშშ-ის მიერ ვენესეულის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმას გმობს - Palitra News

კუბა აშშ-ის მიერ ვენესეულის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმას გმობს

2026-01-03 13:13:19+04:00

კუბა აშშ-ის მიერ ვენესეულის წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ თავდასხმას გმობს, - ამის შესახებ განცხადებას კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი ავრცელებს.

მიგელ დიას-კანელის განცხადებით, კუბა საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაქციას მოითხოვს.

„ჩვენი მშვიდობის ზონა სასტიკად დაირღვა. ეს მამაცი ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმია“, - აცხადებს კუბის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ვენესუელის დედაქალაქზე განხორციელებული დარტყმების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.