თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სოფელ გომთან შეფერხდა - არსებული ინფორმაციით, მატარებელი 1 საათზე მეტია გაჩერებულია - Palitra News

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სოფელ გომთან შეფერხდა - არსებული ინფორმაციით, მატარებელი 1 საათზე მეტია გაჩერებულია

2026-01-03 13:58:57+04:00

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურთან, სოფელ გომთან 1 საათზე მეტია გაჩერებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ასევე, ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებენ მოქალაქეები მატარებელს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მატარებლის გაჩერების მიზეზი. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას საქართველოს რკინიგზაში“ ცდილობს.