დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე - ბრწყინვალე ოპერაცია იყო - Palitra News

დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე - ბრწყინვალე ოპერაცია იყო

2026-01-03 14:18:27+04:00

ბრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.

ასევე, CBS News-ი წერს, რომ მადუროს შეპყრობის ოპერაცია აშშ-ის ელიტურმა დანაყოფმა, „დელტამ“ განახორციელა.