თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, რომელიც სოფელ გომთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ჩანაცვლდა ალტერნატიული მატარებლით, რომელმაც რეისი განაგრძო - Palitra News

თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, რომელიც სოფელ გომთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ჩანაცვლდა ალტერნატიული მატარებლით, რომელმაც რეისი განაგრძო

2026-01-03 15:53:55+04:00

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი, რომელიც ხაშურთან ახლოს, სოფელ გომთან, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, ალტერნატიული მატარებლით ჩანაცვლდა და უკვე დაიძრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, მატარებლის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური გაუმართაობა გახდა, რის გამოც მგზავრები სხვა მატარებელში გადასვეს.

ასევე, საქართველოს რკინიგზამ გამოაქვეყნა განცხადებაც, რომლის მიხედვითაც, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ. მათივე ცნობით, რეისს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი შეასრულებს.