3 და 4 იანვარს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს - Palitra News

3 და 4 იანვარს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი იმოძრავებს

2026-01-03 16:18:02+04:00

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას პერიოდულად ექმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები, რის გამოც ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მატარებელს, ის ტექნიკური გაუმართაობის გამო სოფელ გომთან შეფერხდა. რამდენიმესაათიანი შეფერხების შემდეგ მგზავრებმა ალტერნატიული მატარებლით გზის გაგრძელება.