ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს - Palitra News

ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს

2026-01-03 17:40:27+04:00

ნიკოლას მადუროს ბრალი ნიუ-იორკში წაუყენეს, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალური პროკურორი, პემ ბონდი სოციალურ ქსელში წერს.

„ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში. ისინი მალე ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში, ამერიკული მართლმსაჯულების სრულ სიმკაცრეს იგრძნობენ“, - წერს ბონდი X-ზე.

პემ ბონდიმ წარმატებული ოპერაციისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა.