აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი დელსი როდრიგესზე  - თუ ის არ გააკეთებს იმას რაც სწორია, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ იმაზე დიდსაც, ვიდრე მადურომ გადაიხადა - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი დელსი როდრიგესზე  - თუ ის არ გააკეთებს იმას რაც სწორია, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ იმაზე დიდსაც, ვიდრე მადურომ გადაიხადა

2026-01-05 09:24:47+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტზე, დელსი როდრიგესზე საუბრისას განაცხადა, რომ "თუ ის არ გააკეთებს იმას რაც სწორია, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, ალბათ იმაზე დიდსაც, ვიდრე მადურომ გადაიხადა“. დელსი როდრიგესი ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვენესუელას კონსტიტუციის შესაბამისად, დროებითი პრეზიდენტის როლს ასრულებს. მისი ძმა, ხორხე როდრიგესი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. როდრიგესზე აშშ-ს, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული პროცესების ხელყოფის გამო დიდი ხანია სანქციები აქვს დაწესებული. რაც შეეხება დაკავებულ პრეზიდენტს - მადუროს მომავალი ჩააბარეს მოსამართლეს, რომელიც ცნობილი გახდა 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებული მასალების განხილვით და ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი კაცის - ჰარვი ვაინშტაინის საქმეზე მიღებული გამამტყუბელი განაჩენით. ამერიკული მედია წერს, რომ კარაკასიდან გატაცებულ დიქტატორს სასამართლოში ხვალ მიიყვანენ. განსასჯელის სკამზე მადუროს გვერდით იქნება ქალი, ვინც 13 წელი მისი პოლიტიკური მრჩეველი იყო. ამავდროულად, ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ევროკავშირი ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებაში, რომელსაც ხელს ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა აწერს, უნგრეთის გარდა, აღნიშნულია, რომ ვენესუელის ხალხის უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი, პატივისცემით უნდა იყოს დაცული.