ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიის, მექსიკის, ურუგვაისა და ესპანეთის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მშვიდობისა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საშიშ პრეცედენტს ქმნის. აღნიშნული ქვეყნები მოითხოვენ, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლეენბი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს – დიალოგისა და მოლაპარაკებების მეშვეობით. განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული გარე კონტროლის გამო, რომელიც როგორც ამბობენ, საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებელია და „საფრთხეს უქმნის რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას“.