მარნეულში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც დაზიანდა ინვენტარიც. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მარნეულში გუშინ სროლა იყო, დაშავდა მამა-შვილი. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.