უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რეფორმები გაგრძელდება. ზელენსკის თქმით, მომავალ კვირაში შეხვედრები დაგეგმილია ევროპაშიც. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს და 5 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომა იქნება მოწვეული. ამავდროულად, რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება. დრონებით შეტევა შუაღამისთვის დაიწყო. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 5 იანვარს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, ობოლონსკის რაიონში დაზიანებული სახლიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის ამავე რაიონში დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება. გარდა ამისა, ფასტოვის რაიონში დაზიანებულია შვიდი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, საწარმოო შენობები და საწყობები. ენერგომომარაგება შეუწყდა კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩს.