პოლიციამ 10 000 დოლარის მითვისების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა პირმა აზერბაიჯანში მცხოვრები მეგობრისთვის გადასაცემად, ბრალდებულს 10 000 აშშ დოლარი გაატანა, რაც ბრალდებულმა უკანონოდ მიითვისა. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.