საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დღეს ჩაინიშნა - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დღეს ჩაინიშნა

2026-01-05 12:30:31+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში დღეს ჩაინიშნა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.