"მზიას თავისუფლებისთვის" - ამ ლოზუგინთ 12 იანვარს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქცია სიმბოლურია, რადგან 12 იანვარს ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მარში 20:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და გალაკტიონის ხიდისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარშის წინა დღეს, საღამოს 10 საათზე, მზიას კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სიმბოლური აქციით რუსთავის ქალთა კოლონიასთანაც შეიკრიბებიან. როგორია აქციის დღის წესრიგი?!