ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების შემდეგ, გაჩნდა კითხვა გახდება თუ არა, გრენლადია აშშ-ის შემდეგი გეოპოლიტიკური სამიზნე. დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება. ოფიციალური კოპენჰაგენი თეთრ სახლს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მეტე ფრედერისკენი დასძენს, რომ დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება. პოლიტიკურ დაძაბულობას ამწვავებს ნიკოლას მადუროს დაკავებაც. მადურო სასამართლოს მოლოდინშია. ამავდროულად, ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში, მეორე სამხედრო დარტყმის განხორციელებას არ გამორიცხავს. მოვლენების განვითარებას საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება.