ვერტმფრენი, რომლითაც ვენესუელას გადაყენებული ლიდერი, გადაჰყავდათ, ნიუ-იორკის სასამართლოსთან ახლოს მდებარე აეროდრომზე დაეშვა. CNN-ის ინფორმაციით, მადურო დღეს ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ მძიმე ბრალდებებს წაუყენებენ. მადუროს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა აზრები ორად გაყო. სახელმწიფოთა ნაწილს მიაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრულად დაცული უნდა იყოს. განხილვებისა და კრიტიკის ფონზე, ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში, მეორე სამხედრო დარტყმის განხორციელებას არ გამორიცხავს.