ვენესუელაში განვითარებული მოვლენები შეფასებებისა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოშიც - როგორია შეფასებები თბილისში?! - Palitra News

ვენესუელაში განვითარებული მოვლენები შეფასებებისა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოშიც - როგორია შეფასებები თბილისში?!

2026-01-05 20:14:11+04:00

ვენესუელაში განვითარებული მოვლენები შეფასებებისა და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა საქართველოშიც. საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადების თანახმად, ყურადღებით აკვირდებიან ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. ამავე განცხადებაში, უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რა კონფიგურაციის მთავრობაც არ უნდა შედგეს ვენესუელაში, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ვენესუელამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. როგორია შეფასებები თბილისში?!