4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო - Palitra News

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

2026-01-05 20:16:16+04:00

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულების პოზიციისა და დაცვის მხარის შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესს დაკავებულები პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ერთვებოდნენ, ვინაიდან ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, მათი ეტაპირება ციხიდან ვერ განხორციელდა. ბრალდებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.