როგორ აფასებს ოპოზიცია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას - Palitra News

როგორ აფასებს ოპოზიცია სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას

2026-01-06 09:20:43+04:00

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ქვეყანაში მაღალი ფასების მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობაა. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საკოორდინაციო კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. საკითხი სურსათზე ფასების რეგულირებას შეეხება.