აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა - Palitra News

აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა

2026-01-06 09:22:25+04:00

აშშ-ში, დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა. სასამართლო პროცესზე, მადურომ განაცხადა, რომ ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს. ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ნიუ-იორკის სასამართლოში მოსმენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა. ნიკოლას მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში.