გვაქვს მზაობა, ევროკავშირთან ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან –საქართველო -ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გასული წლის 21 ნოემბერს ევროკავშირის მხრიდან შეხვედრის ჩაშლა მიანიშნებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები მზად არ არიან, საქართველოსთან საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ. უფრო მეტიც, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროპაში არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ ანგრევენ ევროკავშირის ეკონომიკას. განსხვავებულია „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებები. ოპოზიციაში თვლიან, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია.