Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ,,მსურველთა კოალიციის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც დღეს პარიზში გაიმართება - Palitra News

Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ,,მსურველთა კოალიციის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც დღეს პარიზში გაიმართება

2026-01-06 09:25:12+04:00

Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით,,მსურველთა კოალიციის“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც დღეს პარიზში გაიმართება. აშშ-ს მოლაპარაკებებზე სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. შეხვედრაზე ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე იმსჯელებენ. ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით დაგეგმილ შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც დაესწრება.