ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია - Palitra News

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია

2026-01-06 09:26:04+04:00

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადებით, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურსა და ცინცინატის პოლიციას სწრაფად მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა ეჭვმიტანილი, 26 წლის უილიამ დეფური დააკავა.