კოლუმბიის შს მინისტრი - კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ - Palitra News

კოლუმბიის შს მინისტრი - კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ

2026-01-06 11:34:38+04:00

ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-თან თანამშრომლობას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არმანდო ბენედეტიმ განაცხადა.

„კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ს მთავრობას აცნობა, რომ ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინაციასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბენედეტიმ.

მისი თქმით, კოლუმბია აშშ-ის დაზვერვის შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით კრიმინალური ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების ლაბორატორიების წინააღმდეგ ოპერაციებს გააგრძელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

„ოპერაცია „კოლუმბია“ ჩემთვის კარგად ჟღერს“, - აღნიშნა ტრამპმა.