მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

2026-01-06 12:32:25+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებულია: თურქმენეთის, ირანის, კუბის, თურქეთის, ტაილანდისა და აზერბაიჯანის - ჯამში 13 მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჯამურმა მაჩვენებელმა 1311 პირი შეადგინა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.