სამეგრელოს პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.