საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

2026-01-06 12:37:31+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, დაღუპულ 35 ადამიანს შორის 29 მომიტინგე, ოთხი ბავშვი და ორი უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციის ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში, ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში გაიმართა. ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, განსაკუთრებით მცირე დასახლებულ პუნქტებში გამართული აქციების დროს.ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლომ 5 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მიმართ არანაირ შეწყნარებას არ გამოავლენენ.