ნიუ-იორკის სასამართლოში გუშინ ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პროცესად ვენესუელას ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს საქმე იქცა. პროცესი, რომელმაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გამოხმაურებებიც გამოიწვია. მადურო გუშინ ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებული ბრალდებების გამო წარსდგა. პროცესი მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა.... მადურო, სასამართლოში პატიმრის ფორმით და ფეხებზე ბორკილებით მიიყვანეს. 30 წუთიანი სასამართლო პროცესიდან გაირკვა, რომ საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს ჩატარდება. ხოლო დაკავებული კი - გირაოთი გათავისუფლებას არ მოითხოვს.