ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს 2025 წლის 22 დეკემბერს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით ფაქტების დასადგენად მიმართეს. პასუხი მიმდინარე თვის ბოლოს გახდება ცნობილი. საქართველოში საგამოძიებო უწყებებმა საქმე ამოწურულად გამოაცხადეს. სუს-ის ცნობით, დადგინდა, რომ საპროტესტო აქციებზე მასების მართვისთვის უკანონო ნივთიერება არ გამოყენებულა. ამ ფონზე ოპოზიცია კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, რადგან სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობიან. ერთი თვე BBC-ის დოკუმენტური ფილმიდან - რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?!