აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელასთან დაკავშირებულ გეგმებზე ღიად საუბრობს. როგორც დონალდ ტრამპი მედიასთან აცხადებს, შესაძლოა, აშშ-მა, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ნავთობკომპანიების ძალისხმევას სუბსიდირება გაუწიოს. დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ იმყოფება. ამავდროულად, დღეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სენატორებს ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რამაც კონგრესში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.