სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ - ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში, პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ - ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში, პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს

2026-01-06 15:48:12+04:00

ვენესუელაში განვითარებული მოვლენები შეფასებებისა და განხილვის თემაა თბილისშიც. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ მომავალში, მათ შორის, ვენესუელა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ,,სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და იქვე დასძენს, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გლობალურ მოვლენას, ლოკალურ დონეზე ლუსტრაციის ეფექტიც აქვს, რადგან აჩვენებს, რომ კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში, ვენესუელაში მომხდარის გამეორება სურთ, როგორც ეს მისივე თქმთ, მაიდანის შემთხვევაში იყო. როგორია ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?!