სახალხო დამცველის აპარატმა ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო - Palitra News

სახალხო დამცველის აპარატმა ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

2026-01-06 15:50:17+04:00

სახალხო დამცველის აპარატმა ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. ნადარეიშვილმა სახალხო დამცველს განცხადებით გუშინ მიმართა. ბაჩო ახალაიას მეუღლე ითხოვს, ლევან იოსელიანმა შეისწავლოს მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც მისივე შეფასებით, ადამიანის უფლებათა კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებით დაცული უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევას წარმოადგენს. განცხადებაში ნადარეიშვილი სახალხო დამცველს მისი მანდატის ფარგლებში რამდენიმე ფაქტის, მათ შორის სუს-ის მიერ განხორციელებული ქმედებების შესწავლას სთხოვს.