საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს

2026-01-06 15:53:49+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიასთან შეთანხმების დადების ვარიანტს განიხილავს. როგორც მედია იუწყება, აშშ-ის მიერ გრენლანდიის პირდაპირი ანექსია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ორი მიზანი აქვს: გრენლანდიასა და დანიას შორის უთანხმოების გაღვივება და დანიის გვერდის ავლით, გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დადება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რათა იგი გრენლანდიის ხელმძღვანელობას წარუდგინოს. ხელშეკრულების ფარგლებში აშშ ხელმომწერ სახელმწიფოებს ფინანსურ დახმარებას უწევს, ხოლო აშშ სამხედრო თვალსაზრისით თავისუფლად მოქმედების უფლებას იღებს. უცხოურია მედია წერს, რომ გრენლანდიაზე ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არსებობს, თუმცა ნებისმიერი სახის ცვლილება დანიის მხრიდან თანხმობას მოითხოვს.