ერთი თვე "BBC-ის" დოკუმენტური ფილმიდან - საერთაშორისო გამოძიებისა და ფაქტების დადგენის მოთხოვნაზე გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს პასუხი ჯერ არ გაუციათ. შესაბამისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2025 წლის 22 დეკემბერს მიმართეს. საქართველოში საგამოძიებო უწყებებმა საკითხი დახურულად გამოაცხადეს, "BBC"ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ საპროტესტო აქციებზე მასების მართვისთვის უკანონო ნივთიერება არ გამოუყენებიათ. ამ ფონზე ოპოზიცია კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, რადგან სუს-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობიან. რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები?!