ვენესუელის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სასამართლოს წინაშე 17 მარტს წარსდგება - მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს - Palitra News

ვენესუელის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სასამართლოს წინაშე 17 მარტს წარსდგება - მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს

2026-01-06 20:08:44+04:00

ვენესუელის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სასამართლოს წინაშე 17 მარტს წარსდგება, მანამდე კი აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. დონალდ ტრამპი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ნავთობკომპანიების სუბსიდირებას აპირებს. ტრამპმა არ დააკონკრეტა რა თანხა იქნება საჭირო ვენესუელას მოძველებული ნავთობის ინფრასტრუქტურის შეკეთებისა და განახლებისთვის, თუმცა დასძინა, რომ ნავთობის ინდუსტრია ვენესუელაში გაფართოებული ოპერაციების ამოქმედებას 18 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებს. ვენესუელაში განვითარებული მოვლენები კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგშია.