ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შედეგები და პოლიტიკური დიალოგის საჭიროება საქართველოს კონტექსტში - საკითხი პოლიტიკურ მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა - Palitra News

ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შედეგები და პოლიტიკური დიალოგის საჭიროება საქართველოს კონტექსტში - საკითხი პოლიტიკურ მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა

2026-01-06 20:09:54+04:00

ვენესუელაში ჩატარებული ოპერაციის შედეგები და პოლიტიკური დიალოგის საჭიროება საქართველოს კონტექსტში - საკითხი პოლიტიკურ მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. "სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და იქვე დასძენს, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, გლობალურ მოვლენას, ლოკალურ დონეზე ლუსტრაციის ეფექტიც აქვს, რადგან აჩვენებს, რომ კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში დესტრუქციის სურვილი აქვთ. პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ოპოზიციაშიც პასუხობენ.