ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია - Palitra News

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია

2026-01-06 20:13:15+04:00

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია. ინფორმაციას პაიკიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ადასტურებს.. მისივე ცნობით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს. ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა. პაიკიძეს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას ედავებიან.