2026 წლიდან გაზრდილ ხელფასს პარლამენტის წევრების გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც მიიღებენ. სახელმწიფო უწყებებში ხელფასების სულ მცირე 10%-იანი ზრდა 2026 წლის ბიუჯეტმა განაპირობა, რომლის საფუძველზეც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით განისაზღვრა. ბრძანების მიხედვით, ყველაზე მაღალ - 11 200 ლარიან თვიურ ანაზღაურებას პარლამენტის აპარატის უფროსი მიიღებს. რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერების სამდივნოებს, სამდივნოს უფროსს 6 400 ლარიანი ხელფასი ექნება, მთავარ სპეციალისტს - 4 480 ლარი, ხოლო უფროსს სპეციალისტს - 2 880 ლარი. ანალოგიური ოდენობებით განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.