შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება - Palitra News

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება

2026-01-06 20:15:41+04:00

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში საღამოს 11:00 საათიდან დაიწყება. ტაძარში სამღვდელოება, მრევლთან ერთად სამადლობელ ლოცვას აღავლენს. სხვადასხვა ტაძარში და ალილოს მსვლელობისას შემოწირული სანოვაგე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შეგროვდება და ბავშვთა თუ მოხუცთა თავშესაფრებში, ბენეფიციარებს დაურიგდებათ.