უწყვეტი პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს - Palitra News

უწყვეტი პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს

2026-01-07 10:05:26+04:00

უწყვეტი პროტესტის ფარგლებში აქციის მონაწილეებმა შობა რუსთაველის გამზირზე აღნიშნეს. თავდაპირველად პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც პირველ გიმნაზიასთან გადაინაცვლეს. მათ ერთობლივად შეასრულეს „ალილო“ და ადგილზე სანთლები მიიტანეს. აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც შობას თავის შვილთან და მომიტინგეებთან ერთად შეხვდა. რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც და აქციების დროს დაკავებულ პირთა ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები შობას რუსთაველის გამზირზე უკვე მეორედ შეხვდნენ.