უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი - Palitra News

უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

2026-01-07 10:08:56+04:00

უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ თუ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო ძალებს გაგზავნიან. დეკლარაციის თანახმად, ძალები იქნებიან მრავალეროვნული და უკრაინის დასაცავად იმოქმედებენ.. დეკლარაციის მიხედვით, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინას არმიის აღდგენაში დაეხმარებიან და ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებენ. ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სპეციალურ სამხედრო ბაზებს შექმნიან და ამ ბაზებზე თავდაცვის საჭიროებებისთვის იარაღსა და სამხედრო ტექნიკას განათავსებენ.