აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასა და ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება - Palitra News

აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასა და ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება

2026-01-07 10:09:40+04:00

აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასა და ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გათიშეს. მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სარისკო ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და საშიში სამხედრო ძალა ჰყავს. ამერიკამ სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში 3 იანვარს ჩაატარა. ვენესუელის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სახლში დააკავა. მათი სასამართლო პროცესი 5 იანვარს ნიუ იორკის სასამართლოში გაიმართა. ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობენ. შემდეგი სასამართლო პროცესი 17 მარტს ჩაინიშნა.