საქართველო ვენეციის კომისიიის მორიგი დასკვნის მოლოდინში - მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს - Palitra News

საქართველო ვენეციის კომისიიის მორიგი დასკვნის მოლოდინში - მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს

2026-01-07 16:01:45+04:00

საქართველო ვენეციის კომისიიის მორიგი დასკვნის მოლოდინში - მესამე სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს. საუბარია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში ბოლოდროინდელ ცვლილებებზე. მოთხოვნა ვენეციის კომისიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა დეკემბრის დასაწყისში გადასცა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ პარტიის გაუქმება ან მასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა - არაკონსტიტუციურია. ამავდროულად ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ ვენეციის კომისია მმართველი პარტიისგან აღნიშნულ კანონებში მიღებული ცვლილებების გაუქმებას მოითხოვს.