ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

2026-01-07 16:05:14+04:00

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს. მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 01 დეკემბრიდან არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.