სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, 8 აბი და აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.