საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა შესაძლო შეწყალების საკითხი - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადება რომლის თანახმად, აქციებისას დაკავებულთა ნაწილის გათავისუფლების შუამდგომლობით საპატრიარქომ ხელისუფლებას სამჯერ მიმართა - დღეს მთავრობის წევრების მიმართ კითხვების დასმის საფუძველი გახდა. შესაბამისი კითხვის პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეწყალების საკითხი მათ კომპეტენციას სცდება, რადგან ამაზე გადაწყვეტილებას მიხეილ ყაველაშვილი იღებს. შეწყალებაზე მინიშნება თავად ყაველაშვილმა, გუშინ, სამების საკათედრო ტაძრის დატოვებისას გააკეთა.