სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა. უწმინდესისა და უნეტარესის გზავნილი ქრისტეს შობის არსს, სიყვარულს, ურთიერთპატიებასა და მშვიდობის მნიშვნელობას ეძღვნება. ეპისტოლეში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადამიანის პასუხისმგებლობაზე - ერთმანეთისადმი თანადგომაზე, სიკეთესა და სულიერი ღირებულებების დაცვაზე. პატრიარქი საზოგადოებას ერთობისკენ, რწმენის განმტკიცებისა და ქრისტიანული ფასეულობების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებისკენ მოუწოდებს. ეპისტოლეს გზავნილებს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სივრცეში.