განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს - Palitra News

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს

2026-01-08 09:15:58+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ "კარწახის" ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით მამა-შვილი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.