რა გეგმით იწყებს ოპოზიცია 2026 წელს - Palitra News

რა გეგმით იწყებს ოპოზიცია 2026 წელს

2026-01-08 09:17:15+04:00

რა გეგმით იწყებს ოპოზიცია 2026 წელს - ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიები საერთო ენის გამონახვას შეძლებენ და ისეთ პოლიტიკურ ერთობას შექმნიან, რომელიც საზოგადოებას საერთო დღის წესრიგს შესთავაზებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ მიუხედავად რიგ საკითხებზე აზრთასხვადასხვაობისა, ოპოზიციური ძალებს შორის დიალოგის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. ოპოზიცია ვარაუდობს რომ მას შემდეგ რაც მათი პარტიების ლიდერები უახლოეს კვირებში საპატიმროს დატოვებენ, წინააღდეგობის მოძრაობა უფრო მეტად გაძლიერდება. ცნობილი ხდება, რომ დღეს, 19:00 საათზე, "თავისუფლების მოედანი" გარდამავალი ეტაპის გეგმას წარადგენს.