პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. შობის საღამოს მომიტინგეებმა პარლამენტის წინ საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. ამბობენ რომ რუსთაველის გამზირზე დგომით საპრყობილეში მყოფ თანამოაზრეებს სოლიდარობას უცხადებენ და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. საპროტესტო აქციამ პარლამენტის წინ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.